ანონსი

მომავალი კონცერტების განრიგი

 

12 ივნისი | თბილისის საკონცერტო დარბაზი | REGGAEON 10 წლისაა!

3-5 აგვისტო | საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი: "Laba Daba" | ლიგატნე. ლატვია

 

სად შეგიძლიათ ჩვენი მუსიკის მოსმენა?

ყველგან, მთავარია მონდომება...

26 მაისი

ხალციხე. რაბათის ციხე | საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

27 ივნისი

წყალტუბო. სოფელი ჩუნეში | ფესტივალი არტ-გენი

14 ივლისი

თბილისი. ეთნოგრაფიული მუზეუმი | ფესტივალი არტ-გენი

ისტორია

ჯგუფი REGGAEON

ჯგუფი REGGAEON 2008 წლის აგვისტოს თვეში ქალაქ რუსთავში დაარსდა.

ჯგუფის მუსიკალური სტილია: რეგი.

ჯგუფი რეგიონი ერთ-ერთი პირველი ჯგუფია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში, რომელიც ამ სტილში მღერის.

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მუსიკალური მიმდინარეობა რეგი ახლა იკიდებს ფეხს ქართულ მუსიკალურ სამყაროში, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჯგუფმა "რეგიონმა" ძალიან ბევრს მიაღწია თავისი არსებობის მანძილზე.

ჯგუფს მონაწილეობა აქვს მიღებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, სხვადასხვა ფესტივალებსა და ღონისძიებებში:

2008 წელს ჯგუფმა მოაწყო სოლო ტურნე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. კონცერტებიდან შემოსული თანხა გადაირიცხა სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დამხარების ფონდში.

2008-2015 წლებში ჯგუფი რეგიონი ყოველ წელს იღებდა მონაწილეობას ფესტივალში "არტ-გენი", რომელიც ქალაქ თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ტარდებოდა

2010 წელს ჯგუფმა "REGGAEON"-მა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო მუსიკის ფესტივალში, რომელიც მესტიაში ჩატარდა და სადაც მონაწილეობას იღებდნენ უცხოური ბენდებიც.

2013 და 2015 წელს ჯგუფმა "REGGAEON"-მა მონაწილეობა მიიღო პოლონეთში ქალაქ პლოცკში გამართულ რეგის საერთაშორისო ფესტივალზე "REGGAELAND", აღსანიშნავია, რომ ამ ფესტივალზე ჯგუფი რეგიონის წინ გამოვიდა რეგის სამყაროში ცნობილი და გამორჩეული შემსრულებელი შაგი, დემიან მარლი. 2015 წელს ჯგუფ "REGGAEON"-ს ხვდა წილად მსოფლიო ფესტივალის გახსნა.

დღემდე ჯგუფმა გამოუშვა 3 აუდიო ალბომი, აქედან პირველი იყო ინტერნეტ ალბომი "ამოანათე", რომელზეც წვდომა ქართველ მსმენელს თავისუფლად ჰქონდა. მეორე ალბომი "I'M GEORGIAN" 2011 წელს გამოვიდა, ხოლო 2014 წელს გამოვიდა ჯგუფი რეგიონის ახალი ალბომი "თავისუფალი", რომელიც ჩაიწერა სტუდიაში "33ა" და დაიბეჭდა "სანოს" სტუდიაში. ალბომს მასტერინგი ჩაუტარდა საფრანგეთში "RUMBLE SOUND STUDIO". ალბომში შესულია 12 ახალი სიმღერა, როგორც ჯგუფის სოლო სიმღერები, ასევე პოლონურ-ქართული დუეტი და ასევე დუეტი ჯგუფთან "ფრანი"

დღემდე ჯგუფ "REGGAEON"-ს გადაღებული რამდენიმე ოფიციალური კლიპი.

2010 წელს ამუშავდა და 2014 წელს განახლდა ჯგუფ "REGGAEON"ის ვებ-გვერდი, რომლის მისამართია: www.reggaeon.com

2014 წელს ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"-ს დაფინანსებით ჯგუფმა რეგიონმა, ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონალურ ასოციაცია "აირასთან" ერთად შექმნა, პირველი რეგი ინტერნეტ რადიო საქართველოში და ამიერკავკასიაში. რადიოს ჰქვია: "REGGAEAIR" და ის 24 საათის განმავლობაში გადის ეთერში https://reggaeair.airtime.pro

 

ჯგუფი REGGAEON

პირველი რეგი ჯგუფი საქართველოში

ლაშა ნოზაძე

ლაშა ნოზაძე

ვოკალი, ჯგუფის ლიდერი

ლაშა სხილაძე

ლაშა სხილაძე

დრამი

ლევან მიქაბერიძე

ლევან მიქაბერიძე

ბასი

ვახტანგ თევზაძე

ვახტანგ თევზაძე

კლავიში

აჩიკო ციმაკურიძე

აჩიკო ციმაკურიძე

სოლო გიტარა

დავით ხიდაშელი

დავით ხიდაშელი

საქსოფონი

ნოდარ კოტრიკაძე

ნოდარ კოტრიკაძე

საყვირი

ვერიკო მაცაბერიძე

ვერიკო მაცაბერიძე

ვოკალი

მარიამ აბდუშელიშვილი

მარიამ აბდუშელიშვილი

ვოკალი

ნიკოლოზ წერეთელი

ნიკოლოზ წერეთელი

ხმის დიზაინერი

ზვიად კეჭაყმაძე

ზვიად კეჭაყმაძე

მენეჯერი, პროდიუსერი

ლევან კიკვიძე

ლევან კიკვიძე

ტექნიკური მენეჯერი

აუდიო - ვიდეო

 


 


 


 


 


 


 


 



 


 


 


 


REGGAEON - არ დაიდარდო


REGGAEON - Love


REGGAEON - გულს სურს


 

ალბომი - მე ვიცი 2017 წელი


 

ალბომი - თავისუფალი. 2014 წელი


 

ალბომი - I'm Georgian 2011 წელი


 
 

 


რადიო REGGAEAIR

გვისმინეთ 24 საათის განმავლობაში

  

ჩვენი პარტნიორები

 

ახალი ამბები

ყველაფერი ჩვენს შესახებ

დაგვეკონტაქტეთ

გთხოვთ, მოგვწეროთ

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

 

ტელეფონი: +995 577 47 98 89

ელ-ფოსტა: reggaeon2008@gmail.com

ვებ-გვერდი: www.reggaeon.com

მისამართი: 3700, რუსთავი. საქართველო 

 

my widget for counting
  MyVisits Counter